პარლამენტი აღიარების, საერთაშორისო ლეგიტიმაციის, ოპოზიციისა და დიპლომატების მონაწილეობის გარეშე იკრიბება. ნდობის ასეთი დაბალი დონის საკანონმდებლო ორგანო ოცნებამ წართმეული არჩევნების შედეგად მიიღო.
ოლიგარქის გუნდმა ელჩების მოსალოდნელ დემარშს დაასწრო და განაცხადა, რომ დიპლომატებს თავად არ იწვევს პირველ სხდომაზე. თუ წინა წლებში ეპატიჟებოდნენ, ახლა ელჩების დასწრება პროპაგანდისტულ გზავნილში მოაქციეს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გაუთანაბრეს ივანიშვილის კომენტატორებმა
